Sunday, April 21, 2013

Add caption

პროექტის    სახელწოდება-ენერგიის ხარჯი და დაზოგვის  ხერხები
პროეკტის მოკლე აღწერა-მოხმარებული ენერგიის უარყოფითი ხარჯვა და ამ ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.
პროექტის სრული აღწერა-ადამიანი ენერგიის ეკონომიაზე მისი წარმოშობის დღიდანვე ზრუნავს, ხოლო საწვავის ეკონომიაზე-ცეცხლის მოთვინიერების მომენტიდან.ყოველწლიურად ყოფით საჭიროებებზე ელექტრული ენერგიის, გაზის სითბოსა და წყლის სულ უფრო მეტი და მეტი წილი იხასჯება, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომსწორედ ეკონომია ხდება წარმოების ზრდის მთავარი წყარო. მოხმარების შემცირების სამი გზა არსებობს;ა)
არა რაციონალური გამოყენების გამორიცხვა,ბ)დანაკარგების აღმოფხვრა,გ)ეფექტურობის გაზრდა. მოსწავლეები გამოიკვლევენ ოჯახში მოხმარებული ენერგიების სხვადასხვა სახის ხარჯს, გამოიკვლევენ ეკონომიური თვალსაზრისით მოხმარებულ ენერგიებს  შორის რომელია უფრო პრიორიტეტული. ისინი გამოიკვლევენ განათების მიზნით ვარვარების ნათურების მოხმარებულ ელექტრული ენერგიის ხარჯებს.  
კლასი მე-10
პროექტის ვადები 15.04-25.04/2013
პროექტის საქმიანობები:1.ჩამოთვალეთ ოჯახში ელექტრული ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობები. 2. გამოთვალეთ რა აროდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა 1 თვის განმავლობაში. 3. მონაცემები წარმოადგინეთ ცხრილის სახით. 4. დაადგინეთ ელექტრული ენეგიის ღირებულება და წარმოადგინეთ სვეტოვანი დიაგრამის სახით. 5. ცხრილისა და დიაგრამის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავეთ ელექტრილი ენერგიის დაზოგვის გზები. 6.ჩამოწერეთ რა საშუალებიტ დაზოგავს ელექტრო ენერგიას თქვენი  ოჯახი. 7. იანგარიშეთ რა ეკონომიას მისცემს ეს ტქვენს ოჯახს.
მოსალოდნელი შედეგები:1. მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას სხვადასხვა სახით.2. შემცირდება ენერგიის ხარჯი,რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია,რაც გაზრდის ოჯახის ბიუჯეტს. 3. მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას,შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.
შეფასება:1.სწორად არის თუ არა პრობლემა წარმოდგენილი. 2. პროექტის მიზანი არის თუ არა მკაფიო და მიღწევადი პრობლემის გადასაჭრელად.3. ამოცანები სწორად  არის თუ არა განსაზღვრული და გაწერილი დროში. 4. პრეზენტაციის დროს მოსწავლე ნათლად აყალიბებს პროექტის არსს,აღწერს თუ არა პროექტზე მუშაობის პროცესს,თანაკლასელებს აცნობს თუ არა ჩატარაებული  სამუშაოს შედეგებს,აკთებს თუ არა ცხრილების, დიაგრამების, ჩანაწერების სრულყოფილ ანალიზს.